|
2017-02-15 13:24:57, 1176 ნახვა
საზოგადოება
„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან. დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის. „რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“ - განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ. ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-ანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას. ინფორმაციისთვის: ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 77 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშიერბს 40 ქვეყნის 137 ქალაქს. „ვიზეარის“ გუნდი, რომელიც დაახლოებით ავიაციის სფეროს 3 000 პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც კომპანია 2016 წლის 30 ნოემბრის ფინანსური წლის მონაცემებით, 23 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. „ვიზეარი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ავიაკომპანია დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. „ვიზეარი“ ახლახანს დასახელდა 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორებისა და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. (NS)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)