|
2017-02-14 13:34:16, 1901 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და დეპუტატების პროპორციული წესით არჩევა უნდა დაწესდეს. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დღეს მოქმედი სისტემა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში ძალაუფლების კონსოლიდირებას უწყობს ხელს. „ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაც დღეს გვაქვს, მაჟორიტარული სისტემა მხოლოდ ხელს უწყობს იმას რომ ძალაუფლების კონსოლიდირება მოხდეს ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. თუ ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებრივი განწყობები ერთის მხრივ ავსახოთ, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად დაბალანსებული პარლამენტი მივიღოთ, უნდა გადავიდეთ ასორმოცდაათივე დეპუტატის პროპორციული წესით არჩევაზე“,-განაცხადა მენაბდემ. რაც შეეხება, 5%-იან საარჩევნო ბარიერს, კონსტიტუციონალისტის თქმით, ბარიერი უნდა შემცირდეს, რათა წარმომადგენლობის პრობლემა პარლამენტში აღარ იყოს. „პარლამენტის საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც უნდა გადაჭრას მოქმედმა საკონსტიტუციო კომისიამ. ჩვენ თუ შევინარჩუნეთ 5%-იანი ბარიერი ეს კვლავ დაგვაყენებს წარმომადგენლობის პრობლემის წინაშე. ამიტომ ბარიერი უნდა დავწიოთ“,-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)