|
2017-02-13 21:28:22, 1141 ნახვა
საზოგადოება
თბილისი მოლი ვალენტინობას ვიზიტორებს რუსთაველის თეატრის მინი სპექტაკლებს შესთავაზებს
14 თებერვალს თბილისი მოლის სტუმრები რუსთაველის თეატრის მსახიობების მიერ შესრულებულ და რეჟისორ ნიკოლოზ შველიძის მიერ დადგმულ მინი სპექტაკლებზე შეძლებენ დასწრებას. რუსთაველის თეატრის რეჟისორ, ნიკოლოზ შველიძის დადგმით,წამყვანი მსახიობების დასი თბილისი მოლში ცნობილ სასიყვარულო ფაბულებს გააცოცხლებს. წამყვანი მსახიობები, სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ყველაზე ემოციურ სასიყვარულო სცენებს მოლის სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში ითამაშებენ. წარმოდგენილი იქნება 9 სპექტაკლი, სამი განსხვავებული ფაბულით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: დათო დარჩია, ქეთი ხიტირი, მიშო არჩვაძე, დათუნა გოცირიძე, ნატალია ყულოშვილი და ეკა მოლოდინაშვილი. „სასიყვარულო წერილებით შექმნილი მინი სპექტაკლები, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის დაიდგა, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ჩვენი სტუმრებისათვის.გადავწყვიტეთ, რომ ვალენტინობის დღე, რომელიც ისედაც ხალხმრავალი და სიურპრიზებით დატვირთულია თბილისი მოლის ვიზიტორებისათვის, კიდევ უფრო სასიამოვნო გაგვეხადა. სამი განსხვავებული ფაბულა, ეპოქა და ლოკაცია ჩვენი სტუმრებისათვის თეატრალურ სცენად გადაიქცევა, სადაც ყველას ექნება საშუალება, იხილოს რუსთაველის თეატრის მსახიობების და წამყვანი რეჟისორის მიერ შექმნილი განსხვავებული მინი სპექტაკლები. სპექტაკლები დაიწყება 13.00-ზე და დასრულდება 21.00 ზე.დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დღე, ჩვენს ვიზიტორებს არასდროს დაავიწყდებათ“ - განაცხადა თბილისი მოლის მარკეტინის სამსახურის ხელმღძვანელმა, ნატა გოგოლაძემ. „ასეთ უჩვეულო გარემოში, ხშირად არ გვიწევს მაყურებელთან შეხვედრა. საინტერესო გამოცდილებაა, როგორც ჩვენთვის, ასევე მსახიობებისათვის. ერთია, როდესაც მსახიობებს დიდ სცენაზე უწევთ თამაში და მეორე, თავისუფალ სივრცეში უშუალო კონტაქტი აქვთმაყურებელთან. 21 საუკუნე იძლევა იმის საშუალებას, რომ თეატრალურმა ხელოვნებამ უფრო ყოფით რეალობაში გადაინაცვლოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტი საინტერესო და მოულოდნელი იქნება მსახიობებისათვის და რაც მთავარია მაყურებლებისათვის“ - განაცხადა ნიკოლოზ შველიძემ, რუსთაველის თეატრის რეჟისორმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)