|
2017-02-09 15:20:09, 1019 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ რეკომენდაციები წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციებია თავმოყრილი. როგორც "ექსპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის, ეკონომიკური საქმიანობის, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონსა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებსა და დაბრკოლებებს მიმოიხილავს და მათი აღმოფხვრის გზებს მიუთითებს. მათივე ინფორმაციით, ანგარიშში ასახული სახალხო დამცველის რეკომენდაციები მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან/და მათთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. საკითხთა სენსიტიურობიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები თუ პრაქტიკა შესაბამისი სამთავრობო უწყებების სრული კოორდინაციითა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავდეს. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, საქართველომ უფრო მოქნილი უნდა გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური მიმართულებებიდან შესვლის წესი და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის სასჯელის ზომა უნდა შემოიფარგლებოდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით, ნაცვლად ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა. სახალხო დამცველი ასევე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების შესაბამისად, მთავრობამ უნდა შეიმუშავოს წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, სხვა საბუთები, გარდა არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, ძირითადად არ გააჩნია. ხოლო, ვინაიდან, მოქმედი კანონის მიხედვით ასეთი დოკუმენტები არარაა, მათთვის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება გართულებულია. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება, რითიც შემდეგ შეეძლებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა. საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ დამატებით განხილვებში და იმედოვნებს, რომ მისი რეკომენდაციების საფუძველზე, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და მათი აღსრულება ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემაზე.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)