|
2017-02-09 13:59:04, 2055 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი ელისაშვილის განცხადებაზე: ლუგარ ალიევის სახელი პირველად ტელევიზორით გავიგე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გადაცემა „არჩევანში“ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სუბარი მას ირაკლი თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნის, ლუგარ ალიევის შეწყალებას სთხოვდა. სუბარის მტკიცებით, აღნიშნული სახელი და გვარი მან პირველად ტელევიზიით გაიგო. „ლუგარ ალიევის სახელი და გვარი პირველად გავიგე, როდესაც ტელევიზორში გამოაცხადეს. დავინტერესდი, ვინ იყო, ბუნებრივია არანაირი შეხვედრა და მსგავსი საუბარი არ ყოფილა. დავინტერესდი, ვინ იყო და გავარკვიე, რომ ის გაუთავისუფლებია პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, არ გაათავისუფლებდა, რომ არ ჰქონოდა საფუძველი. თუ ელისაშვილს პროტესტი ჰქონდა, თავად იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი, რაც მე მინისტრი ვიყავი, იჯდა ნომერ მე-8 საპყრობილეში, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მკაცრი დაწესებულება იყო. ეს ყველაფერი გავარკვიე მაშინ, როდესაც ელისაშვილის განცხადება მოვისმინე. ალეკო ელისაშვილთან უამრავჯერ მქონია კომუნიკაცია. ეს ჩემი მოვალეობა იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით კიდეც. როგორც მინისტრს, მე პრეზიდენტებთანაც მქონდა კომუნიკაცია. ამ კონკრეტულ ადამიანზე მსგავსი რამ არ მომხდარა“,- განაცხადა სუბარმა.
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)