10:06 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 18:12:56, 1639 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კოორდინაცია და გუბერნატორების როლი მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების ეფექტური განხორციელების პროცესში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გუბერნატორების დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობის აუცილებლობას მთავრობის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განხორციელებაში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პრემიერმა გუბერნატორებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics