|
2017-02-06 20:15:40, 2403 ნახვა
ეკონომიკა
მარგველაშვილი: ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვი, რომ ჩავარდა, თუმცა სასურველი ტემპით არ ვითარდება
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მოელის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მომავალში ვითარების გამოსასწორებლად კიდევ უფრო თამამ და გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს. გიორგი მარგველაშვილმა ტელეკოპმანია „იბერიას“ ეთერში საუბრისას მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა. ამავე დროს, პრეზიდენტმ აარნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის იმედი აქვს. რაც შეეხება ლარიზაციის გეგმას, გიორგი მარგველაშვილი არ იზიარებს განცხადებებს, რომ ის ჩავარდა, თუმცა ფიქრობს, რომ სასურველი დინამიკით არ ვითარდება: „პარლამენტში გამოსვლისას მხარი დავუჭირე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ვიცი, რომ პრემიერი, რომელსაც ძალიან კარგი ცოდნა აქვს ეკონომიკური მიმართულებით, აქტიურად მუშაობს ეროვნულ ბანკთან, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა ვითარების გამოსაწორებლად. ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც სწორედ ასეთი მიზნებისთვის უნდა იყოს წესით გამოყენებული, რომ დაიძლიოს მთავარი პრობლემები. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ვითარება უკეთესობისკენ წავა. ლარი მეტნაკლებად დასტაბილურებულია ბოლო პერიოდში. ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვით რომ ჩავარდა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ტემპებითა და დინამიკით არ ვითარდება, რომელიც მოგვინდება, მაგრამ ამავე დროს იანვრის პერიოდში თუ შევხედავთ ლარიზაციის მაჩვენებელს ქვეყანაში, ლარი უფრო აქტიურად ტრიალებს. ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არაა.ბევრად მეტი ძალსხმევაა საჭირო. , იმედი მაქვს ეკონომ იკური გუნდის კიდევ უფრო გააქტიურების. მხარს დავუჭერ, თუ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)