|
2017-02-02 19:48:11, 1763 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი: მადლობა რიგით მესაზღვრეებსა თუ პოლიციელებს - მათ ზურგზე გადაიარა უვიზო რეჟიმის პირობების შესრულების 60%-მა
„მადლობა ყველა პოლიციელს, ყველა სამოქალაქო პირს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი ძალიან დიდ კონტრიბუციას ახორციელებს და ეხმარება საქართველოს, რომ საზღვრები უკეთ იყოს დაცული. ის მადლობას უხდის მესაზღვრეებსა და პოლიციელებს, რომელთა ზურგზეც, მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების 60%-მა გადაიარა. „ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს ამ მართლაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვან დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვიჩენთ, რომ საზღვარი იყოს დაცული და მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რომ ასე იყოს, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი სწორედ საზღვრის მართვა და საიმიგრაციო პრობლემების გადაჭრა იყო და გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არ იქნებოდა დღეს ის შედეგი, ჩვენ რომ არ გვემუშავა ეფექტურად, რაც არის. გარდა ამისა, თვითონ ევროკავშირი ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, კონტრიბუციას აკეთებს და ძალიან გვეხმარება იმისთვის, რომ ჩვენი საზღვრები უკეთ იყოს დაცული. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მათგან მივიღეთ სულ ახალი აღჭურვილობა. ინტენსიურად მიმდინარეობს თურქეთის მონაკვეთზე, საქართველო-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე, მთლიანად საზღვრის დაცვის სისტემის განახლება და ტექნოლოგიებზე გადასვლა, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს. ჩვენ, პრაქტიკულად, აწყობილი გვაქვს და ბოლოში ვართ უკვე გასული, დასასრულ ეტაპზე, საზღვრის რისკების შეფასების სისტემა, ასე რომ, ბევრი ძალისხმევა არის გაწეული და მინდა გითხრათ, რომ ეს ვითარება ჩვენ კონტროლზე გვაქვს. თქვენ ნახეთ, ალბათ, განცხადებები მთავრობის წევრებისგან და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პოლიტიკური დატვირთვისა, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუ შეიძლება, მე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომელიც მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჩართული. აქ საუბარია რიგით მესაზღვრეებსა თუ პოლიციელებზე, რომელთა ზურგზე გადაიარა ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების 60%-მა და მე მინდა, საჯაროდ ვუთხრა მათ მადლობა, მე მინდა, ვუთხრა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ქართული პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრად უკეთესი პირობები. მე ვამაყობ, რომ ასეთ ადამიანებთან მიწევს მუშაობა. მადლობა ყველა პოლიციელს, ყველა სამოქალაქო პირს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)