|
2017-02-02 15:07:36, 2018 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თეა წულუკიანი: ყველას გილოცავთ და გისურვებთ ამ უნიკალური შესაძლებლობის სასიკეთოდ გამოყენებას
„დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ღირსეულად წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ იქაური ქვეყნების კანონებს და ჩვენი საქართველოს ტრადიციებსა და ევროპულ ღირებულებებს გავუზიარებთ მათ“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაშია აღნიშნული. მინისტრი მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ულოცავს. „„ჩვენ დღეს ვიხილეთ მწვავე დებატები ევროპარლამენტში, ვიხილეთ საქართველოსა და მისი სამომავლო პერსპექტივის მხარდამჭერი ძალიან სერიოზული განცხადებები ევროპარლამენტარებისგან; თუმცა, ვიხილეთ ისიც, რომ ეს მართლაც რთული პროცესი იყო, რაც ხელისუფლებამ გაიარა, რადგან არაერთი ევროპარლამენტარი იყო წინააღმდეგი იმ გადაწყვეტილების, რომლის მისაღებადაც ჩვენ ხალხთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასა და თითოეულ მოქალაქესთან ერთად გავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები. მთავარი ეს არ არის. მთავარია ის, რომ შედეგი მაინც პოზიტიურია. კენჭისყრა დადებითად დასრულდა და ევროპარლამენტმა აღიარა ის, რომ ის ძალიან მასშტაბური რეფორმები ყველა სფეროში − მიგრაციის, კორუფციასთან ბრძოლის, ტრეფიკინგთან ბრძოლის, უსაფრთხო დოკუმენტების დამკვიდრების და სხვა რეფორმები, რაც გავატარეთ, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, არის მაღალი შეფასების მქონე, და დღეიდან იწყება უკვე ის პროცესი, რაც რამდენიმე კვირაში გზას გაგიხსნით თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ იმოგზაუროთ შენგენის ზონაში. მე ყველას გისურვებთ ამ ძალიან დიდი შესაძლებლობის, პერსპექტივის სასიკეთოდ გამოყენებას თითოეული თქვენი ოჯახის წევრისთვის. გისურვებთ იმასაც, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა თავიანთი მომავალი განათლებისთვის, კარიერისთვის, თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენონ, და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ღირსეულად წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ იქაური ქვეყნების კანონებს და ჩვენი საქართველოს ტრადიციებსა და ევროპულ ღირებულებებს გავუზიარებთ მათ ისე, რომ სრული, რეალური შთაბეჭდილება და წარმოდგენა ჰქონდეთ ისტორიული რეალობის შესახებ: საქართველოს ბუნებრივი ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში", - ნათქვამია თეა წულუკიანის განცხადებაში. ცნოიბისთვის, რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)