|
2017-01-31 16:24:48, 996 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ფერიის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზური ენის სწავლების ჯგუფების გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ზურაბ პატრაძემ მინისტრებთან ერთად ამ ჯგუფებისთვის გამოყოფილი სპეციალური კლასები დაათვალიერა და მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. მოეწყო გამოფენა აფხაზების აჭარაში დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სადაც ხელოვანების კლუბის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა თეატრალური წარმოდგენა ,,ჩვენ დავბრუნდებით". სპექტაკლში აფხაზურმა დიალოგებმაც გაიჟღერა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფ საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა სიტყვით მიმართეს. ,,ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამოდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან. იქ დაისვა საკითხი აჭარაში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და ერთობლივი მუშაობის შედეგად დღეს, პირველად, ორ საჯარო სკოლაში ჩვენს თანამემამულეებს აფხაზური ენის შესწავლის საშუალება მიეცათ. რეგიონში გვყავს არაერთი წარმატებული აფხაზი. აჭარაში 2000-მდე შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ემსახურებიან სამშობლოს, მშვიდობას, ურთიერთობების დამყარებას, გაძლიერებას და შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ შეხვედრაზე. დღევანდელი ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. განათლების ფონდის მიერ პედაგოგებთან გაფორმდა ხელშეკრულების საფუძველზე თითოეული ჯგუფისათვის კვირაში 4 საათი ჩატარდება. განათლების ფონდი უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით მომარაგებასაც. სკოლის ინიციატივით სპეციალურად დაიბეჭდა აფხაზური ენის 1991 წელს გამოცემული სახელმძღვანელო დედა ენა და ასევე, აფხაზური ენის თვალსაჩინო ანბანი.
(NS)
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



