|
2017-01-30 16:55:10, 2575 ნახვა
ეკონომიკა
გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით
საქართველოში პირველად, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართა. ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაერთიანებულიყვნენ გუნდებად და ორი დღის განმავლობაში მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე ემუშავათ. ჰაკათონში მონაწილეობას იღებდნენ დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევარები და სტატისტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან მონაცემთა ვიზუალიზაციით. ისინი 3-6 კაციან გუნდებად გაერთიანდნენ და ორი დღის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემებზე მუშაობდნენ. ჰაკათონის მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან. ჰაკათონი Jumpstart Georgia-ს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა FLEX-ის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა. გამარჯვებული გუნდები სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიურიმ გამოავლინა. თიბისი ბანკმა გამარჯვებულ 2 გუნდს (გამოცემა on.ge-ს გუნდი და საქართველოს რეგიონში მოქმედ დამოუკიდებელ მაუწყებელთა გაერთიანების გუნდი) ფულადი პრიზები გადასცა. "ჩვენთვის ინფორმაციის ვიზუალიზაცია ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. თიბისი ბანკი ძალიან ხშირად კლიენტებს, პარტნიორებს, ინვესტორებს თუ საზოგადოებას ელაპარაკება „ციფრების ენით". მონაცემების სწორი აღქმადობის ჩამოსაყალიბებლად მათი ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თუ ინფორმაციის გადაცემა მოხდება ვიზუალურად მაღალ დონეზე, ეს მონაცემებისა და ციფრების აღქმას გაამარტივებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა. მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი 250-მდე ადამიანმა გამოთქვა. საბოლოოდ 100 მონაწილე აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა. პროექტის ფარგლებში შედგა რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრაც. ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/
(R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)