|
2017-01-30 12:23:21, 2071 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა
„საქართველოს ბანკის“ sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა. ბანკის ინფორმაციით, ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) sCool card-ს ერთი წლის ვადით, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის ლოგო მიანიჭა. ამასთან, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი sCool card-ი, საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) მიერ, ხუთ საუკეთესო პროდუქტს შორის დასახელდა, კატეგორიაში - „საბავშვო მეგობრული საბანკო ბარათი“ და გადაეცა „The Global Inclusion Award 2016“ -ის ჯილდო. საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) წევრები არიან 132 ქვეყნიდან - როგორც ბანკები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს, ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, ფინანსური და სამეწარმეო უნარების კუთხით. ასევე, ადრეულ ასაკშივე მოხდეს მათთვის ფინანსური განათლების მიწოდება, ისეთ თემებზე, როგორიც არის ფულის შეგროვება და მიზანმიმართული ხარჯვა. sCool card-ი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისთვის. სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ადრეული ასაკიდანვე, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ ჩვევები. თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი. დამატებითი ინფორმაცია უნიკალური sCool card-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.scoolcard.ge
(R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)