|
2017-01-25 16:53:30, 2361 ნახვა
ეკონომიკა
2018 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
თბილისში Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ჯენკინსი იმყოფება, რომელიც კომპანია „რედ-კოს“ წამომადგენლებთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მთის კურორტების საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალი გუდაურის განვითარებასაც. ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის ინიცირებით გუდაურში განხორციელდა. „Carlson Rezidor “-ის ჯგუფი საქართველოში აქტიურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ახალ მიმართულებებს ირჩევს და აფართოებს ქსელს არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. კომპანიას უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული გუდაურში მართოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ეს კიდევ ერთხელ პირდაპირ მიუთითებს ჩვენს სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ასევე ტურიზმის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის „რედისონი“ საქართველოს რეგიონებით ინტერესდებიან, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება და ხარისხი და გაიზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“, - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ სტუმრები გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად კურორტს, ,,რედ-კოს“ მიერ უკვე აშენებულ და ოპერირებაში მყოფ აპარტოტელებსა და ახალი სასტუმროს „Radisson Blu Gudauri“-ს სამშენებლო ტერიტორიას დაათვალიერებენ. Carlson Rezidor Hotel Group და კომპანია „რედ-კო“ „Radisson Blu Gudauri“-ს გახსნას 2018 წელს გეგმავენ. როგორც „რედ-კოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)