08:47 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 00:06:09, 2763 ნახვა

პოლიტიკა სამართალი საზოგადოება
გივი თარგამაძე: უკრაინის გენერალური პროკურორი იძლევა გარანტიას, რომ აპელაციაზე გია ცერცვაძე იქნება გათავისუფლებული

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი გივი თარგამაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორი იური ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ აპელაციაზე გია ცერცვაძე იქნება გათავისუფლებული.

როგორც თარგამაძე წერს, ის დარწმუნებულია,  რომ მთლიანად პროცესიც წარმატებით დასრულდება და გია ცერცვაძე კიდევ იტყვის თავის სიტყვას სამშობლოს სასიკეთოდ.

"მინდა რომ სასიხარულო ცნობა სასწრაფოდ მოგაწოდოთ: მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორთან იური ლუცენკოსთან და აი სულ რამოდენიმე წუთია მივიღე მისგან პასუხი - ის დაეკონტაქტა უკრაინაში ქართულ ლეგიონს, რომელმაც დაუდასტურა გიორგი ცერცვაძის მონაწილეობა ყველა იმ ოპერაციაში, რომლებზწც ჩვენ ამ დღეებში ვსაუბრობდით, რაზე დაყრდნობითაც ლუცენკო იძლევა გარანტიას აპელაციისას გიას გათავისუფლებაზე. გილოცავთ და დარწმუნებული ვარ, მთლიანად პროცესიც წარმატებით დასრულდება და გია, რომლითაც მეც თქვენთან ერთად ვამაყობ, კიდევ იტყვის თავის სიტყვას სამშობლოს სასიკეთოდ", - წერს გივი თარგამაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics