|
2017-01-24 23:45:42, 1514 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებული საქმე პოზიტიურად გადაწყდება
საქართველოს ექსტრადიცია მოახდინა ივანიშვილმა რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი, რისი გადაცემაც შეიძლებოდა, ყველაფერი რის გაკეთებაც შეიძლებოდა საქართველოს არაკეთილმოსურნის მიმართ, ყველა ჟესტი არის გაკეთებული, მათ შორის, ისეთი, რომელსაც არცერთი თავმოყვარე ერი არ აკეთებს. სააკაშვილის განცხადებით, გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებული საქმე პოზიტიურად გადაწყდება. მისივე განცხადებით, საქართველოს უნდა გამოეძიებინა ყველა ის ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება 2008 წლის ომს. როგორც მან აღნიშნა, ისინი იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში სასამართლოსთან და ჰქონდათ ძალიან კარგი საქმიანი თანამშრომლობა. შემდეგ კი მოვიდა წულუკიანი, ხელოვნურად შეწყვიტა,გამოძიების პროცესი და იგი მთლიანად სასამართლოში გადააგდო. „სანამ სიმართლეს დაადგენენ სასამართლოში, თვითონ მხარეები იძიებენ ამას. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და საქართველოს უნდა გამოეძიებინა ყველა ის ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება 2008 წლის ომს. ჩვენ ვიძიებდით და ვიყავით მუდმივ კომუნიკაციაში სასამართლოსთან და გვქონდა ძალიან კარგი საქმიანი თანამშრომლობა. შემდეგ მოვიდა წულუკიანი, ხელოვნურად შეწყვიტა, პრაქტიკულად, გამოძიების პროცესი და ეს პროცესი გადააგდო მთლიანად სასამართლოში. პირად საუბრებში და შეხვედრებზე ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წულუკიანი ყველგან სრულიად ნათლად მიუთითებდა, რომ ქართულ მხარეს აკისრია დანაშაული, ქართული მხარე უნდა იქნას ბრალდებული,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)