|
2017-01-24 09:51:24, 1293 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში განიხილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე უცხოეთში მისი ბოლო ვიზიტი შეაფასა. „2 მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, ეს იყო ესპანეთში ვიზიტი და დავოსში ვიზიტი, ესპანეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და სასიხარულოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ეს არის გაეროს უწყება, რომლის სათაო ოფისიც გახლავთ მადრიდში, გაიხსნა საქართველოს სახელობის მემორიალური დაფა, ეს არის ძალიან დიდი პატივი და აღიარება იმ უდიდესი წარმატების, რომელიც ქვეყანამ მიიღო ამ მიმართულებით, ჩვენი ძალისხმევაა დაფასებული. ასევე მინდა ვთქვა, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, ასევე მონარქთან, რომელიც გახლავთ ესპანეთის სახელმწიფო მეთაური და გვქონდა საუბარი არაერთ მიმართულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის. ჩვენ წარდგენილი გვყავს კანდიდატი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, ეს გახლავთ ჩვენი ელჩი ესპანეთში და ასევე ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, რომლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა. რაც შეეხება დავოსში ვიზიტს, მოგეხსენებათ დღეს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტრესო მოვლენა ხდება, საერთაშორისო მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ამ მოვლენების საქმის კურსში და რჩებოდეს კავშირზე იმ უმნიშვნელოვანეს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. ასევე გაიმართა არაერთი შეხვედრა სახელმწიფო მეთაურებთან”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც აღინიშნა, რომ ბანკმა 2016 წელს ისტორიულად ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში და წელს გაზრდას გეგმავენ: „ ეს კიდევ ერთი რეკორდული წელი იქნება. მათი მოლოდინები არის ძალიან პოზიტიური. მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ძალიან პოზიტიური მოლოდინები დაფიქსირდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის კრისტიან ლაგარდის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან, საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და განიხილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში, როდესაც კომპანიები იხილავენ წარმოების გახსნას ევროპის მიმართულებით, და ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მათ შორის რაც მნიშვნელოვანია, იაპონური კომპანიები წარმოების მიმართულებით ინტერესდებიან საქართველოთი, რაც ძალიან მისასალმებელია. ტურიზმის მიმართულებით, სასტუმროების სექტორის მიმართულებით, საავიაციო კომპანიები ინტერესდებიან საქართველოს ბაზრით, და ა.შ. ვფიქრობთ ამ ვიზიტების შედეგები არაერთგანზომილებიანი იქნება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)