|
2017-01-24 09:43:15, 1271 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ერთხელ და სამუდამო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს კონსტიტუცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ფართო ჩართულობით მუშაობს: „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველად ხდება, როდესაც ასეთი ფართო ჩართულობით მუშაობს საკონსტიტუციო კომისია. მასში ჩართული არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიოზაციები და როგორ მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესზეც. განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ვგებულობდით მასმედიის საშუალებებიდან და ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათას ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო ჩართთულობით იქნება მიღებული იმ გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. შემდეგ ასეთი ხშირის ცვლილებები აღარ იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)