02:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 20:49:51, 1474 ნახვა

პოლიტიკა
„აქ ვარ იმისთვის, რომ პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიას“ - ჰილარი კლინტონი ტრამპის ინაუგურაციას ესწრება

აქ ვარ იმისთვის, რომ პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიას, - ამის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი წერს, ის არასდროს დაკარგავს ქვეყნის მომავლის რწმენას. 

"მე დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ პატივი ვცე ჩვენს დემოკრატიასა და მტკიცე ღირებულებებს. მე არასდროს შევწყვეტ ჩვენი ქვეყნის მომავლის რწმენას", - წერს ჰილარი კლინტონი.



შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics