|
2015-03-28 16:12:47, 1229 ნახვა
სამართალი
ვინ არის და რატომ მოკლეს ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი
დღეს საკუთარ სახლთან მოკლული ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა. ის აცხადებდა, რომ ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთაგან, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლოდ დააკავეს. "ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ჰეროინი ჩამაყარეს პირში", - ეს განცხადება ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა გასულ წელს გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" გააკეთა. ბესო ხარძიანის განცხადებით, რაც პროკურატურა თეა წულუკიანს ჩამოაშორეს, მისი საქმის გამოძიება შეჩერდა. “იყო რაღაც ოფშორული კომპანია, რომლის უკან იდგნენ უდესიანი და ქურასბედიანი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, „სასამართლოებს რომ ავცდეთ, იქნებ მოლაპარაკების გზით, ვინც რა წაიღო, დააბრუნოსო“, მე შევხვდი ბატონ ქურასბედიანს. ეს პიროვნება აპირებდა ქონების დაბრუნებას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მითხრა: „ბოდიში, მაგრამ კბილაშვილის პროკურატურასთან „გაიასნებული“ გვაქვსო“. ჩემთვის ამ პროკურატურის დროს არაფერი შეცვლილა. გამოძიება „შემოიდო თაროზე“. სანამ თეა წულუკიანის ქოლგის ქვეშ იყო პროკურატურა, გამოძიება ინტენსიურად მიდიოდა, კმაყოფილიც ვიყავი, მაგრამ რაც ეს უწყება ჩამოაშორეს, იმ დღიდან აღარაფერი გაკეთებულა. დავით ჩხატარაშვილი გია ნაცვლიშვილის მრჩეველი იყო, ასე ამბობენ მოარულად, და როცა ქურასბედიანმა მიხსენა ეს გვარები, მე მას ოჯახში ვესტუმრე, მაგრამ არ დამხვდა. სიდედრ–სიმამრი დამხვდა, მათ დავუტოვე ჩემი სავიზიტო ბარათი და დავუბარე, რომ მას აბრალებდნენ ამ ყველაფერს და დამკავშირებოდა, მაგრამ არ დამკონტაქტებია, ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. -ამბობდა ხარძიანი რადიოს ეთერში ის ყვება, რომ მას ჯერ ჯარიმები დააკისრეს, რომელთა გადასახდელად სესხი აიღო, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა კომპანიის წილში შესვლა მოსთხოვა. თუმცა, მისივე თქმით, ესეც არ იკმარეს, ნარკოტიკები ჩაუდეს და ბოლოს მთელი წილი გადააფორმებინეს. თუმცა, ციხიდან მაინც არ გამოუშვეს. „ორჯერ ისე მცემეს, გონება დავკარგე, ციხის უფროსი მეუბნებოდა, აქედან ვერ გახვალო, ამიტომ დავთანხმდი მთელი წილის გადაფორმებას. თუმცა, მაინც არ გამომიშვეს“, – აცხადებს „კუს ტბის“ ყოფილი მეპატრონე. თბილისში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)