|
2017-01-19 15:16:24, 950 ნახვა
რეგიონი
სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის გამგებელთან, სულხან ევგენიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, სულხან ოქროპირიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ,,2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება მისასვლელი გზა და ეზო. მრავალბინიან სახლში ბინები 12 ოჯახს გადაეცა. ,,დღეს ჩვენ ვართ ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში. აქ აშენდა ახალი სოციალური სახლი. სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს გადაეცემა ბინები. მოხარულები ვართ, რომ დღეს, ნათლისღებას, მუნიციპალიტეტთნ ერთად, ოფიციალურად გადავეცით ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები. მომავალშიც გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. ადამინების უფლებების დაცვა, ხალხზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე, ეკომიგრანტებზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, კომპენსაციები გაიცა.
(NS)
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)