|
2017-01-18 12:27:29, 1373 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 39%-მა არჩევნებზე ხმის მიცემისას მნიშვნელოვან საკითხად პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 39%-მა საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა. კერძოდ, კითხვაზე, რომელი საკითხი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას, გამოკითხულთა 16% აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პარტიის პოლიტიკა ჯანდაცვასთან დაკავშირებით, 10%-ი პარტიის პოზიციას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებიტ ასახელებს, 9%-სთვის მნიშვნელოვანია პარტიის პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, 8%-მა - პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით დაასახელა, განათლების სფეროს მნიშვნელობა - 5%-მა დაასახელა, 9%-მა არ იცის თუ რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი ხმის მიცემის პროცესში, 3%-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)