08:09 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 11:14:51, 1429 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი გუნდი დგას.

კერძოდ, კითხვაზე თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხეულებებთან ყველაზე ახლოს გამოკითხულთა 40%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, "ნაციონალურ მოძრაობა" - 10%-მა დაასახელა, ხმების 3-3% კი "პატრიოტთა ალიანსმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები განსხვავდება არჩევნების შედეგებისგან, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის ხმების 24 პროცენტი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 14 პროცენტი.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics