|
2017-01-17 17:30:44, 1294 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: შევქმნით პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა ექნება
„არ მითქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნით, ვთქვი, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა Tv-პირველთან საუბარში განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ახალი პარტია „რესპუბლიკელებიდან“ წამოსული პოლიტიკოსებით არ დაკომპლექტდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ამ პროცესში საპატიო ადგილი მათთვისაც იქნება. „მე არ მითქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნით, მე ვთქვი, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნი. რატომ? იმიტომ რომ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ქვეყანაში საჭიროა არა მორიგი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ბევრია, არამედ სხვანაირი პოლიტიკური მოთამაშე. ამ სხვანაირი პოლიტიკური მოთამაშის სხვანაირობა სახელსა და გვარში არ გამოიხატება. მაგალითად, ჩვენ არ და ვერ გავეჯიბრებით სხვა პოლიტიკურ ძალებს ფინანსური ბერკეტებით, ჩვენ არ და ვერ გავეჯიბრებით პოლიტიკურ ძალებს ადმინისტრაციული რესურსის ფლობით, ჩვენ არ და ვერ გავეჯობრებით სხვა პოლიტიკურ ძალებს თვალთმაქცობით, ჩვენ არ და ვერ გავეჯიბრებით ბევრი ტელევიზიის ხელში ჩაგდებით და ჩვენს კონტროლის ქვეშ ქონით. არ და ვერ. ვერ იმიტომ რომ არ გვაქვს, არ იმიტომ რომ არ გვექნება. იმიტომ არ გვექნება რომ ამით სწორი და კარგი საქმეები ვერ კეთდება. ამიტომ პოლიტიკურ პარტიასაც შევქმნით, პოლიტიკურ პარტიას ძალიან ფართო და სერიოზული მხარდაჭერა ექნება საზოგადოებაში, პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. მაგალითად, ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება. „რესპუბლიკური პარტიიდან“ წამოსული ადამიანები, ვინც გადაწყვეტს ამ პროცესში მონაწილეობას მათთვის იქნება ისეთივე საპატიო ადგილი ამ პროცესში, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იქნება „რესპუბლიკური პარტიიდან“ წამოსულთა პარტია. ეს იქნება იმ ადამიანთა ერთობა, რომელმაც მოახერხა უკეთ გაეაზრებინა ის საჭიროებები, რაც დღეს ქვეყანას აქვს. ამიტომ ქვეყანას სჭირდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ძლიერი, მოთამაშე. ჩვენ არ გვექნება პრეტენზია ერთადერთობაზე. ჩვენი ამოცანა იქნება პოლიტიკური სისტემის ფორმირების ხელშეწყობა ჩვენი მონაწილეობით და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული წარმატების მიღწევა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)