|
2017-01-16 21:41:31, 1313 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-ის საპარლამენტო სიაზე: მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან
მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაზე საუბრისას, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, წინასაარჩევნოდ "გამიჯნულებმა" არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. მისი ვარაუდით, ყრილობის არ ჩატარების მიზეზი ის იყო, რომ სიაზე სხვა კონფიგურაცია მოხდებოდა. „მე არ ვიყავი და მე არ დამიკომპლექტებია ეს სია, აქ ისინი წინასაარჩევნოდ ხშირად იყვნენ მაგრამ სია დაკომპლექტდა ისე, რომ მათ უარი თქვეს ყრილობის ჩატარებაზე წინასაარჩევნოდ. ეს იყო, თუ გახსოვთ, ერთ-ერთი დიდი კამათი, კამათი იმაზე კი არ იყო დიდგორზე უნდა ჩატარებულიყო ყრილობა თუ სადმე სხვაგან, კამათი იყო საერთოდ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო თუ არა. მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. იმიტომ რომ ალბათ თუ ყრილობა ჩატარდებოდა, სხვა სახის კონფიგურაცია მოხდებოდა სიაზე. სხვა კანდიდატები დადგებოდნენ და აქ იყო ჯგუფი, რომელიც თუ კარგად ნახავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ჟურნალისტის კითხვაზე, შეეცადა თუ არა იგი ამისთვის ხელი შეეშალა ამ პროცესებისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არჩევნების წინ ამის ბერკეტი არ ჰქონდა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად არ აძლევდა ხმას პერსონალიებს, რამდენადაც იდეას. როგორც მან აღნიშნა, ის ვინც ენმ-ს აძლევდა ხმას, ხმას აძლევდა მის საქართველოში ჩამოსვლას. „ჩვენ რომ მოგვეგო პირველი ტური, რა თქმა უნდა, ამ ხალხის მოგება მაინც ძალიან დადებითი იქნებოდა ქვეყნისთვის და მერე სულ სხვა ბერკეტები გვექნებოდა, იმიტომ რომ მე მეძლეოდა საშუალება ქვეყანაში დაბრუნების. უკვე სხვანაირად მოხდებოდა გადალაგება. საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად არ აძლევდა ხმას პერსონალიებს, რამდენადაც აძლევდა ხმას იდეას, იდეას ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის ის ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას, იდეას ჩემი საქართველოში ჩამოსვლის და ჩემი პროცესებში მონაწილეობის მიღების. ამგვარად თავისთავად ეს იყო ჩემთვის დისკომფორტი, რომ ამ ნიშნით დაკომპლექტდა, მაგრამ ამაში ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, რომ ეს ჯგუფი დარჩა, ამ ჯგუფს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების სადავეები და საბოლოო ჯამში, თუ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, მოხდებოდა ამ უარყოფითი მომენტების განეიტრალება,“- აცხდებს მიხეილ სააკაშვილი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)