07:59 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 11:30:53, 1776 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა გადასცა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და ლიტვის  მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და მზაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ორი ქვეყნის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვას შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორული თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გააქტიურებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრის და ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის კავშირების განვითარებასა და ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას. შეხვედრისას ასევე დაფიქსირდა   მზაობა საქართველოსა და ლიტვას შორის სხვადასხვა სფეროში  არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics