|
2017-01-11 11:58:09, 2547 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ქართველი მამაკაცების ღამის კლუბებში შეშვებაზე კიარ ვზრუნავ, არამედ ვწუხვარ იმაზე, რომ იქ პროსტიტუციაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვარდების მოედანზე მდებარე ბარებში და ღამის კლუბებში კანონდარღვევებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე, განმარტებები გააკეთა. პრემიერის თქმით, მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა, თითქოს ის ზრუნავს იმაზე, რომ ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცები შეუშვან. კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის სამწუხარო არის ის, რომ ვარდების მოედანზე მდებარე კლუბებში პროსტიტუციაა და მასში ქართველი არასრულწლოვანი გოგონები ჰყავთ ჩართული. პრემიერი ამბობს, რომ ქართველი მამაკაცები ამას არ მოითმენენ და იქ სწორედ ამიტომ არ უშვებენ: “მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც გამოიტანეს. შესაძლოა მაშინვე ჯობდა მეტი განმარტების გაკეთება, მაგრამ მგონია, არც ახლაა გვიან. ღამის კლუბებში, რომლებიც ძირთადად კონცენტრირებულია ვარდების მოედნის ქვეშ, არის სამწუხარო რეალობა. ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩემთვის სამწუხარო ხდება ის, რომ ამ კლუბებში არის პროსტიტუცია, მათ შორის არასწრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს იმ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც გვაქვს. ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შსს-ს, ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ მიმართულებით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. ქართველი არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, რაც დიდი პრობლემაა და ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის, ღირსების შეურაცხყოფა. ამიტომ, არის პრობლემატური ეს საკითხი რომ რაც შეიძლება მალე გადაწყდეს. არავითარ შემთხვევაში ემოციების აგორება არ უნდა მოხდეს, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში სტიქიურად ამ პრობლემების გადწყვეტა არ უნდა მოხდეს. აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. პროსტიტუცია არის კანონდარღვევა საქართველოში, ასევე იქ ხდება, ჩემი ინფორმაციით, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)