|
2017-01-10 17:36:03, 974 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა
ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა. ჯგუფი 32 წევრისგან არის დაკომპლექტებული და მასში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სტრუქტურები, კერძოდ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა პროკურატურის წარმომადგენელმა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ის გარემოებები , რაც მითითებულია, რაც პრობლემურად დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ე უნდა აღმოიფხვრას ახალი კანონპროექტით“,-განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის თქმით, საინტერსო შეხვედრა იყო, რომელზეც გამოიკვეთა განწყობა, საქართველოში მობილიზებული იყოს ყველა შესაძლო რესურსი, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება. „ აუცილებლად უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც ქმნის სახელმწიფოს დამოკიდებულებას, საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, ძალიან იმედიანად უყურებს ამ პროცესს, რადგან მიზანი-უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს საქართველოს მოქალაქეები, ასევე სისტემა იყოს გამართული, რომელიც მათ პირად სივრცეს დაიცავს, ყველას ერთი აქვს: „ვთანხმდებით, რომ გაიწეროს ახალ ცვლილებებში ახალი ფორმები საზედამხედველო ფუნქციების არა მხოლოდ იმ უწყებების, ვისაც აქვს კონტროლის მექანიზმი, არამედ პარლამენტის. რაც შეეხება საკითხს, თუ უშუალოდ როგორი მოდელით მოეწყობა. დღეს ბოლო ცვლილებებით თითქმის ყველა ქვეყანა ფიქრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავისი შიდა საფრთხეების თვალსაზრისით მოსახლეობა.ამიტომ არგვინდა მოვიგონოთ ის, რაც არც ერთ ქვეყანას არ აქვს, გვინდა, ავიღოთ მოდელი, რომელიც აპრობირებულია თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში. ეს მოდელია, რომ ძალოვანი უწყება, რომელსაც სახელწმიფოს უსაფრთხოების დაცვის გარანტია აკისრია, უზრუნველყოფს ან პროვაიდერებისგან,ან დამოუკიდებელი კერძო კომპანიებისგან სერვისის მიღებას, მაგრამ არსებობს სასამართლოს და პარლამენტის კონტროლი. ვიფიქრებთ, თვის ბოლომდე გვაქვს დრო, რომ მივიღოთ ერთიანი შეჯერებული პოზიცია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული მოდელის მიხედვით, ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები უსაფრთხოების სამსახურში დარჩება, კონსტიტუცია დაცული ვერ იქნება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)