07:39 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 15:42:00, 1365 ნახვა

პოლიტიკა
ხულოში „ნაცმოძრაობის“ ოფისის კარი ჩაკეტეს - 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის დელეგატები ღია ცის ქვეშ აირჩიეს

ხულოში  „ნაციონალური მოძრაობის“  ოფისის კარი, სადაც რაიონული კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო,  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ჩაკეტა.

კახა დეკანაძის განმარტებით, კონფერენცია არალეგიტიმური იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი სერგო რატიანს დაუკავშირდა, თუმცა ოფისში შესვლა მაინც ვერ შეძლეს. ამიტომ, 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის დელეგატები შენობის გარეთ აირჩიეს.

„გამოვიდნენ  ყველა სამართლებრივი ფორმიდან. პარტიის წევრებს, პარტიის ოფისში არ უშვებენ. ეს არავის კაბინეტი არაა.   შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს  „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს, რომ მივიდნენ. გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრები ვართ, ვართ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოსული მოსახლეობასთან შესახვედრად“,-აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics