|
2017-01-06 19:19:09, 1796 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს
პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც ამ ციხეში იმყოფება ან სხვა საპატიმროშია, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამით ხელისუფლება შეძლებს გადაშალოს ახალი ფურცელი და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ზრუნვა გააგრძელონ. „სამწუხაროდ დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ყველას ერთობლივი ამოცანაა, ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო. მე მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე საქართველოში პოლიტიკა უკიდურესად რადიკალური იქნება. იქნება მწვავე დაპირისპირება და ამაზე პასუხისმგებლობა ექნება ყოველთვის უმრავლესობასა და მთავრობას. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური და ყველა დანარჩენი რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად აწევს, აუცილებელი პირველი ნაბიჯი არის მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ თუ მთავრობა ამნისტიას არ გამოცხადებს, ეს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. „ამით შევძლებთ, მთლიანად გადავშალოთ ის ფურცელი და გავაგრძელოთ კონსოლიდირებულად მუშაობა - ჩვენ ოპოზიციიდან მათ ხელისუფლებიდან, მაგრამ თუ ამას მთავრობა ვერ ახერხებს ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. მისი საკონსტიტუციო მოვალეობა არის ის, რომ შეავსოს ის ნაკლოვანებები, რა ნაკლოვანებებსაც ტოვებს მთავრობა - თუნდაც სასამართლო ან ხელისუფლების სხვა შტო. საქართველოში დადგა ის დრო, როცა სამართალზე მნიშვნელოვანი არის მოწყალება და ეს არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი დამნაშავე, უგულავა არის თუ არა დამნაშავე, მერაბიშვილი არის თუ არა დამნაშავე, თუ ბაჩო არის თუ არა დამნაშავე... საკმარისზე მეტი ვატკინეთ უკვე ერთმანეთს და ახლა ამითი უკვე ხალხს ვტკენთ და სახელწიფოს, რომელიც კარგავს დროს და ტრიალებს ერთ წრეზე“. - განაცხადა დედაქალაქის ყოფილმა მერმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)