06:51 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 15:26:45, 1023 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, 19 დეკემბერს ბერლინში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ხელისუფლებას და გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა ტრაგიკული მოვლენის გამო.

„გამოვხატავ სოლიდარობას და  ვგმობ იმ საზარელ ტერორისტულ აქტს, რომელიც  ბერლინში მოხდა.  ეს არის ის დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას,  ეს არის ის საფრთხეები, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. საქართველო დგას გერმანელი ხალხის გვერდით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ტერორიზმს, უზრუნველეყოთ უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით" - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

19 დეკემბერს, ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 12, ხოლო დაშავდა 48 ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics