09:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 15:38:59, 1053 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფოების მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ საქართველოსთვის დადებითი შედეგი მოიტანა

 „გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფოების მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა მხარდაჭერამ დადებითი შედეგი მოიტანა“,-ამის შესახებ საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში  გამართულ გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოსა და გერმანია-საფრანგეთს შორის წლების მანძილზე დამყარებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა, როგორც  პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროების მიმართულებით.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 25 წლის განმავლობაში გერმანიამ და საფრანგეთმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკურ- პოლიტიკური სტატუსის განმტკიცების კუთხით. ორივე ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზით საქართველოს  სტაბილურ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა.

 ჯანელიძემ  საკუთარ მიმართვაში ასევე ისაუბრა გერმანია-საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ამ კუთხით მიღწეულ  პროგრესზე.

ამის დასტურად მიხეილ ჯანელიძემ ბოლო წლებში  საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლა, ასევე მედიის თავისუფლების, საინვესტიციო გარემოს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები და არჩევნების წარმატებით ჩატარება დაასახელა.

„წარმატებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საინვესტიციო ჰაბად პოზიციონირებას და საშუალებას აძლევს ქვეყანას შეასრულოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი ევროპის სატრანსპორტო და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია,"- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, მსგავსი მასშტაბის გერმანულ-ფრანგული ღონისძიების  საქართველოში ჩატარება საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური და გერმანული და ფრანგული ბიზნეს წრეების დაინტერესების კუთხით მნიშვნელოვანი გზავნილია.

თბილისმა პირველად უმასპინძლა გერმანულ-ფრანგულ რეგიონალურ ამბასადორიალს, საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთში, თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების და ასევე  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics