|
2016-12-15 14:12:21, 1437 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა კონსტიტუციურ ლოგიკას არ შეესაბამება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო ფორმატი არასწორია და არსებულ კონსტიტუციურ ლოგიკას არ შეესაბამება. როგორც კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ფორმატს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. "პრეზიდენტი გვთავაზობდა ფორმატს, რომლის შესაბამისადაც ინიციატივა პარლამენტიდან გადადიოდა პრეზიდენტისკენ და ეს ინიციატივის ძირითადი არსი იყო. კომისიაში 3 თანათავმჯდომარის არსებობა არის შეუძლებელი. კერძოდ, როდესაც საუბარია 3 თანატავმჯდომარეზე, ერთ-ერთი სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით არის თავმჯდომარე. დეტალებს, რომ ჩავყვეთ საჭირო იქნებოდა სამართლებრივი აქტების გამოცემა, დებულების დამტკიცება, კომისიის მდივნის დანიშნვა და ა.შ. ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს. შესაბამისად ჩვენ ვიღებდით ფორმატს, სადაც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე იყო რეალურად დომინანტი. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, ის სიმბოლური თვალსაზრისით არის პირველი პირი ქვეყანაში, ის უნდა ყოფილიყო ამ სამთაგან წამყვანი თანამდებობის პირი. ჩვენი კონცეფციის თანახმად, არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის თანახმად კი ეს არსებითად საპრეზიდენტო ფორმატი იქნებოდა", - აღნიშნა კობახიძემ. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ასევე 2010 წლის კონსტიტუციაში შესული ცვლილებების საფუძველზე მიიღეს. "2013 წლამდე ვიდრე ამოქმედდებოდა 2010 წლის ცვლილებები პრეზიდენტს ჰქონდა ინიციატივის უფლება. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს აღარ აქვს ინიციატივის უფლება. აქედან გამომდინარე მას არ აქვს უფლება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთოს. გამოდიოდა ისე, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის თანახმად, პრეზიდენტი კანონშემოქმედებით პროცესში დომინირებდა, რის შესაძლებლობასაც საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა. ამიტომ, საპრეზიდენტო ფორმატი არის არასწორი და არსებულ კონსტიტუციურ ლოგიკას არ შეესაბამება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს გამოთქმული ინიციატივისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე წელს ჩატარდება, კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, კომისიას 3 თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა, ესენია: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)