05:41 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 13:29:27, 1431 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში აფეთქებებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს  ქ. სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის  27 პოლიციელია,  166  კი დაშავდა. ინფორმაციას  BBC ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. მისივე თქმით, უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი.

სულეიმან სოულის ინფორმაციით, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.
ცოტა ხნის შემდეგ,  სტადიონიდან რამდენიმე  მილის დაშორებით,  Macka Park-ის ტერიტორიაზე, მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics