|
2016-12-11 10:23:34, 1504 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 14 დეკემბრის ჩათვლით, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით 14 დეკემბრის ჩათვლით, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე გათბება. +10 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია 12-13 დეკემბერს მოსალოდნელი, 14 დეკემბერს კი იწვიმებს და ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს ძირითად რაიონებში დღეს იწვიმებს, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება. 12 დეკემბერს +12 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა 13-14 დეკემბერს კვლავ იწვიმებს და ტეპმერატურაც დაიწევს. დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რაიონში კი 14 დეკემბრის ჩათვლით თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. სამცხე-ჯავახეთის მხარეში დღეს თოვლჭყაპი და + 6 გრადუსი სითბო იქნება, 12 დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება. 13 დეკემებრს +5 გრადუსამდე დაიწევს და იწვიმებს, ხოლო 14 დეკემბერს თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)