05:41 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 16:01:07, 2056 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: თედო ჯაფარიძის მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თედო ჯაფარიძე ინიშნება.

კვირიკაშვილის შეფასებით, საგარეო მიმართულებით თედო ჯაფარიძის მუშაობა მის გუნდს ძალიან წაადგება.

„ის ყველა თქვენგანისთვის არის ცნობილი ადამიანი, იგი არის უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალი, რომლის მუშაობაც ჩვენს გუნდში საგარეო მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, ყველა თქვენგანს მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თედო ჯაფარიძის მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება. მას მადლობას ვუხდი ამ შეთავაზების მიღებისთვის“,-განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics