05:27 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 18:58:58, 1666 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერს, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წამყვანი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

„მადლობას გიხდით, მანფრედ ვებერ, ევროპარლამენტში გაწეული დიდი შრომისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფ დასრულებას ელოდება“, - პასუხობს გიორგი კვირიკაშვილი მანფრედ ვებერს.

„მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი დანაპირებს ასრულებს. ახლა კი მოდით მივიღოთ დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი საქართველოსთვის“, - აღნიშნავს პრემიერმა იოჰანეს ჰანის საპასუხოდ.

„თითქმის მანდ ვართ. მადლობას გიხდით ვიზალიბერალიზაციის საკითხში საქართველოსადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს.

„გასულ კვირას ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით იმ სამუშაოსთვის, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თვალსაზრისით გაწიეთ. ახლა ევროპარლამენტის მხრიდან პროცესის სწრაფ დამტკიცებას ველოდებით", - წერს საქართველოს პრემიერი და ევროპარლამენტის პრეზიდენს მარტინ შულცს მადლობას უხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics