2016-12-08 14:04:41, 1053 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი ეწვევა
საქართველოს 2017 წელს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი ეწვევა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი პარიზში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის - OGP16 მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ესტონეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს კერსტი კალჯულეიდს შეხვდა.
მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებების მხარდაჭერისათვის და საქართველოში მოიწვია.
როგორც შეხვედრისას ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესტონეთი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან