|
2016-12-07 15:16:11, 1331 ნახვა
საზოგადოება
აჭარის სატყეო სააგენტოს ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
,,ტყის კვირეულის" ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი ტრენინგ ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. ,,სატყეო სააგენტოს ბაზაზე პირველად რეგიონში შეიქმნა ტრენინგ ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის. ეკოლოგიაზე ზრუნვა, ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიმართულებით მუშაობა - ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. აქვე უნდა გამოვყოთ მაღალმთიანი აჭარა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი სატყეო ფონდი გვაქვს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს მეტი პროექტი, უნდა გადამზადდნენ დარგის სპეციალისტები. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განვითარებას"- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ ნაკაშიძემ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ. ღონისძიებაზე თითოეული მუნიციპალიტეტიდან 5 საუკეთესო მეტყევე გამოვლინდა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. ტრენინგ ცენტრი შეიქმნა და აღიჭურვა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF-ის მიერ განხორციელებული პროექტის ,,ტყის ეკოსისტემების მდგრადი გაუმჯობესება ადაპტური მართვის მეშვეობით" ფარგლებში. გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ დააფინანსებული სამწლიანი პროექტი 2015 წლის იანვარში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის მთავარი მიზნებია ტყის მართვის ხარისხის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებების მიმართ ტყის მედეგობის გაზრდა, აჭარაში ტყეების ინვენტარიზაცია და მოსახლეობის მიერ შეშის ენერგოეფექტური გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 2016 წელს 12 აგვისტოს - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრისი რესურსების სამმართველოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ორ უწყებას შორის აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. „ტყის კვირეულმა" სტარტი, 3 დეკემბერს აიღო და 10 დეკემბერს დასრულდება. (NS)
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)