|
2016-12-06 18:55:53, 2375 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი: უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი ვიზალიბერალიზაციის პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ
უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი ვიზალიბერალიზაციის პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ოფიციალურ წერილშია ნათქვამი. დონალდ ტუსკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიმართა. “ეს იქნება უპატიებელი შეცდომა, თუკი ახლა ამ პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ჩვენ “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებით სწრაფი შეთანხმება უნდა მოვძებნოთ. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება”, - ნათქვამია ტუსკის წერილში. როგორც ტუსკმა აღნიშნა, რთულ პროცესში ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა მრავალი დაბრკოლების გადალახვა უკვე შეძლეს. “თუკი ჩვენ უვიზო მგზავრობა რეალობად უნდა ვაქციოთ, მე მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმი უნდა იყოს ძლიერი და ეფექტიანი თავიდანვე. ამგვარად, თუ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენდამი ნდობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ამ პრობლემის მოგვარების უფრო რეალისტური, ვიდრე იდეალური გზა”, - ნათქვამია ტუსკის წერილში. მისივე შეფასებით, სამწუხარო იქნება, თუ ევროპარლამენტის განზრახვა და მის მიერ შესრულებული სამუშაო სასურველ შედეგს არ გამოიღებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა უკიდურესად პოზიტიური როლი შეასრულა ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ბლოკავს. „მათ ეს გამოწვევა მიიღეს მტკიცე რწმენით, რომ ევროკავშირი შეასრულებს თავის დაპირებებს. ნება მიბოძეთ, გავიმეორო, ჩვენ არა მხოლოდ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური ინეტერესების და ყველა ჩვენ მეზობელთან ურთიერთობების დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენდამი ნდობის დაკარგვის. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მკაცრი მოთხოვნების წავუყენეთ, რომლებიც მათ მტკივნეული რეფორმების ძალისხმევისა და ხშირად პოლიტიკური რისკის ფასად დააკმაყოფილეს“, - აღნიშნა მან. ტუსკის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი ამჟამად ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით დებატებში არიან ჩართული. თუმცა ის, რისი ბედიც ამ პროცესში წყდება, ბევრად მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსი. „აქ ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური იმედებისა და მისწრაფებების, ასევე ევროკავშირის რეპუტაციის ბედი წყდება”, - წერს დონალდ ტუსკი. ცნობისთვის, დონალდ ტუსკის წერილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექსკლუზიურად ავრცელებს.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)