|
2016-12-01 12:39:54, 860 ნახვა
პოლიტიკა
"საქართველო ელოდება, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-სთან ურთიერთობები ძლიერი დარჩება"
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ელოდება, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-სთან ურთიერთობები ძლიერი დარჩება, რუსეთთან კავშირების გაუმჯობესებისკენ მოწოდებების მიუხედავად, - ამის შესახებს გიორგი მარგველაშვილმა სააგენტო Reuters-ისთვის მიციემულ ინტევრიუში განაცხადა. ამასთა, Reuters-ი წერს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის მისმართით გამოთქმულმა ქებამ, ასევე მოსაზრებამ, რომ აშშ-მა შესაძლოა, მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ აღარ დაიცვას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შეშფოთება გამოიწვია. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ზეწოლის განხორციელებას გააგრძელებს. მისივე თქმით, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. "ჩვენი ურთიერთობები და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს რესპუბლიკელ და დემოკრატ მეგობრებთან კონგრესში შენარჩუნდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებსა და მიზნებზე, რომლებსაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ვიზიარებთ. ჩვენ არასდროს გვქონია შეშფოთება ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით, ჩვენ დაინტერესებული ვართ დღის წესრიგის გააქტიურებით და არ ვფიქრობთ, რომ ეს დღის წესრიგი დაირღვევა”, - განაცხადა მარგველაშვილმა. უცხოურმა მედიამ ყურადღება ასევე იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოს მიწის 1/5 რუსი სეპარატისტების მიერ არის ოკუპირებული და აღნიშნავს, რომ ქვეყანა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის არ აღიარებს გმობს და 2008 წლის ომსაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ უპატივცემულობას უსვამს ხაზს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)