08:06 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:36:35, 944 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამეგებლი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.

,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. 50 ოჯახს გადაეცა არაჩვეულებრივი, კეთილმოწყობილი სახლები, რომლებიც ჩვენ პირადად დავათვალიერეთ. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ადამიანებზე ზრუნვა, ადამიანების უფლებების დაცვა, სოციალური პროექტების განხორციელება და სწორედ დღევანდელი დღე არის ამის დასტური“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „ მშენებელი 80“-მა განახორციელა. სოციალური სახლების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 50-ბინიანი სოციალური სახლი შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებულია.

ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების საფუძველზე მოხდა. დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადებები შერეულმა კომისიამ განიხილა. აღნიშნული კომისია დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდნენ.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. 2013-2016 წწ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის რეკომენდაციით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 213 ეკომიგრანტ ოჯახს. დღევანდელი მონაცემებით ეს რიცხვი 50 ოჯახით გაიზარდა, სულ მალე, ხულოს სოციალურ სახლში 80-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემათ ბინები“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics