|
2016-11-30 12:48:03, 774 ნახვა
საზოგადოება
ქართველ მედიკოსებს სილეზიის მარშალმა უმასპინძლა
პოლონეთში, სამედიცინო სტაჟირების ფარგლებში მყოფ ბათუმელ მედიკოსებს სილეზიის მარშალი შეხვდა. აჭარის ა.რ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეზარ ფშიბილსკი ექიმთა გადამზადების პროცესს გაეცნო და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა. შეხვედრაზე, მედიკოსებმა კმაყოფილება გამოხატეს პოლონური მხარის გულთბილი მასპინძლობისა და მიღებული გამოცდილებისათვის. ბათუმის რესპუბლიკური კილინკური საავადმყოფოს ხუთი ექიმი და ორი მედდა, სტაჟირებას, მილიჩის სამედიცინო ცენტრში ორი კვირის განმავლობაში გადის. ექიმებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამედიცინო პროცედურებში და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში. ქართველი მედიკოსები ეცნობიან პოლონელი კოლეგების გამოცდილებას - ზოგად ქირურგიაში, ანესთეზიოლოგიაში, უროლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. ისინი ქ. მილიჩის სამედიცინო ცენტრში კიდევ ორ კვირას დაჰყოფენ. მედიკოსები, ასევე, გაეცნობიან სილეზიის სხვა წამყვანი კლინების გამოცილებას, მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ ღონიძიებებში და მოინახულებენ ღირსშესანიშნაობებს. პოლონეთში, ექიმთა ჯგუფი სილეზიის მარშლის ოფისისა და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებიან. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში, სტაჟირების კურსი შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ უკვე გაიარა. ასევე შედგა 2014 წელს პოლონელი რეაბილიტოლოგის ვიზიტი ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. გასულ წელს ექიმ-რევმატოლოგმა ნერიმან ცინცაძემ და იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ ორკვირიანი კურსი გაიარეს და მათი გამოცდილება გაიზიარეს. მიმდინარე წელს კი შედგა ონკოლოგიური ცენტრის სამი თანამშრომლის ვიზიტი ქ. კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც მათ სპეციალიზებული სატრენინგო კურსი ჩაუტარდათ. ამავე კლინიკაში წარმატებით განხორციელდა ონკოლოგიური ცენტრის ორი თანამშრომლის სპეციალიზირებული ტრენინგ კურსი რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მომავალ წელს კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ვიზიტი ბათუმში. 2013 წლიდან დღემდე აჭარიდან უცხოეთში სხვადასხვა მიმართულებით 22 ექიმი გადამზადდა.
(NS)
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)