|
2016-11-27 16:16:49, 1618 ნახვა
პოლიტიკა
ბიბილაშვილი: ყრილობაზე დამსწრე დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებით ორი ვერსიაა
„საუბარია ჩვეულებრივად ერთი ყრილობის მოწვევაზე, უბრალოდ არის ორი ვერსია ამ ყრილობის მოწვევის წესებთან და დამსწრე დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. ბიბილაშვილის განმარტებით, ერთი ვერსია გულისხმობს ფართო ყრილობის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას იღებს 5-დან 10 000 ადამიანამდე დელეგატი, მეორე ვერსიის მიხედვით კი, ყრილობა შედარებით ვიწრო წრეში ჩატარდება, სადაც საუბარია დაახლოებით, 2000 ადამიანზე. „ორი ყრილობის მოწვევაზე არ მიდის საუბარი, საუბარია ჩვეულებრივად ყრილობის მოწვევაზე, უბრალოდ არის ორი ვერსია ამ ყრილობის მოწვევის წესებთან და დამსწრე დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებით.ერთი არის ფართო ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს რამდენიმე ათასი- 5-დან 10 000 ადამიანამდე დელეგატი და მეორე არის შედარებით ვიწრო წრეში ჩატარებული ყრილობა, სადაც საუბარია დაახლოებით, 2000 ადამიანზე“,-აღნიშნა ბიბილაშვილმა. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოზე ყრილობის მოწვევასთან დაკავშირებით ერთი განაცხადი თავად შიტანა, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, 7000 დელეგატზეა საუბარი: „შესაძლოა ციფრი დაკორექტირდეს“,-აღნიშნა ბიბილაშვილმა. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით კი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებულმა მხარეებმა შესაძლოა, ორი ყრილობა გამართონ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინფორმირებულმა წყარომ „ექსპრესნიუსს“ აცნობა, რომ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელი და აკაკი ბობოხიძე ცდილობენ, 2000 კაციანი ყრილობა გამართონ, სადაც ყრილობის დელეგატები პარტიის ლიდერად ბოკერიას არჩევას დაუჭერენ მხარს. აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან პარტიის სხვა ლიდერები- ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები. აღნიშნული პირები ბოკერიასგან და მისი მხარდამჭერებისგან კატეგორიულად მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი ყრილობის გამართვას, სადაც პარტიის დელეგატები რეგიონებიდან ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილს აირჩევენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრობაში“ უთხრეს, გიგა ბოკერიას არგუმენტია, რომ პარტიას მრვალათასიანი ყრილობის გასამართად ფული არ აქვს. ინფორმირებული წყარო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, „ექსპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს დიდი ყრილობის ეშინია და პარტიის ამავე ორგანოს უნდა, ძალადობის და იძულების გზით პარტიის უმცირესობის მმართველობა დააკანონოს. ამასთან, 2000 კაციანი ყრილობა, რომლის მოწვევასაც იანვრის ბოლოს გიგა ბოკერია გეგმავს, ძირითადად პარტიის მმართველი რგოლისგან, რეგიონალური თავმჯდომარეებისგან და სხვა აქტივისტებისგან შედგება და ისინი ბოკერიას უჭერენ მხარს. ამასთან, ბოკერია გეგმავს საბიუჯეტო ჩარიცხვიდან დელეგატებს 100-100 ლარი გადაუხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაოფიციალურად ამბობენ, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას მომხრეებს შორის დაპისპირება გარდაუვალია. ზაზა ბიბილაშვილი ირწმუნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი განხეთქილება არ მიმდინარეობს: „განხეთქილების და სპეკულაციების თემა თქვენი საქმეა. ამაზე შემიძლია შავი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არანაირ განხეთქილებაზე და ორ ყრილობაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, ჩვეულებრივად ორი წესითაა წარდგენილი და ვნახავთ, რას დაუჭერს მხარს პოლიტსაბჭო და შემდგომ პარტია“,-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)