|
2016-11-26 22:43:37, 3169 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე მელიას და კახიძეს: დაძაბული როლის თამაშისთვის ოსკარზე ხართ წარდგენილები
ბ-ნი მელია ტყვილად ნერვიულობს, რომ ხელისუფლება და მთავრობა ქვეყანას არ ჰყავს. სულ რაღაც ერთ საათში გეყოლებათ ბ-ნო ნიკა, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თუ ნიკა მელიას ჭიქაში კარიშხლის მოძებნა სურს, ამ ჭიქას გაუგზავნის. "რა თქმა უნდა ვაღიარებ, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შეკითხვები, თუმცა თქვენ ყველაზე კარგად იცით, ამ 4 წლის განმავლობაში რაც გაკეთდა. შეიქმნა 56 ათასი ახალი ადგილი კერძო სექტორში. ერთნახევარმა მილიონმა ადამიანმა, რომელიც ღვთის ანაბარა იყო მიტოვებული, ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით. 33% უცხოური ინვესტიციების გაიზარდა, ესეც შესანიშნავად იცით. კრიმინალი არ გაზრდილი და "საქსტატმა" დღეს ამაზე მიგითითათ. სირცხვილია, ჯერ ჩაგეხედათ მათ ვებგვერდზე. თქვენს საუკეთესო წლებში, როდესაც მოსახლეობის 87%-ი ციხეში გყავდათ გამომწყვდეული, იმ წლებთან შედარებით 1400 შემთხვევით ნაკლები დანაშაული არის მომხდარი ამ 4 წლის განმავლობაში. აქვე უნდა ითქვას, რომ ბ-ნი ნიკაც და ბ-ნი ოთარიც დაძაბული როლის თამაშისთვის ოსკარზე ხართ წარდგენილები. უკვე მეორედ ვხედავ, რომ ფუტურისტული, უარგუმენტო საუბრები გაქვთ", - განაცხადა თალაკვაძემ. ვიცე-სპიკერმა მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და მათი მმართველობის პერიოდში სხვადასხვა შემთხვევები გაახსენა. "ოთხოზორიაზე როგორ ლაპარაკობთ?! ეს იყო ტრაგედია და ამით სპეკულაცია არ არის საჭირო. გახსოვთ, თუ არა შემთხვევები, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდა?! მინიმუმ 10 შემთხვევა იყო, მაგრამ თქვენგან ამაზე კონცერტები და შოუები არ მახსოვს. 2007 წელს განმუხურთან პოლიციელი მოგვიკლეს. 2011 წელს საჩხერეში მოსწავლე დაგვიცხრილეს 17 წლის. ეს შემთხვევები დაგავიწყდათ თუ ოთხოზორია არის თქვენი ცენტრალური პოლიტიკური თემა. აზრთა სხვადასხვაობის გამო რამდენი ადამიანიც გყავთ დარბეული, მაგდენი ათასი ადამიანი მსოფლიოში არავის დაურბევია", - მიმართა არჩილ თალაკვაძემ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)