|
2016-11-26 18:35:32, 694 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა თურქმენეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა
,,ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც აზიასა და ევროპას შორის ურთიერთობის, სავაჭრო გზებისა და თანამშრომლობის შემქმნელ და უზრუნველმყოფელ ქვეყანას'', - ასე შეაფასა ქართულ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვიზიტი და თურქმენეთში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა. ,,გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით და გვესაუბრა ჩვენს პარტნიორ პრეზიდენტებთან. გამოვყოფდი ჩემს საუბარს ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან. თურქმენეთთან ჩვენ, კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის გლობალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავ ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხსნის შესაძლებლობებს რეგიონების თანამშრომლობისათვის'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. რაც შეეხება გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან შეხვედრას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია გაეროს გენმდივანს, იმ ანექსიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში; ასევე, იმ ე.წ. „ხელშეკრულებების" თაობაზე, რომლებიც შარშან იყო დადებული ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც, ფაქტიურად, ოკუპაციას მცოცავად წინ სწევს. ,,მე, კიდევ ერთხელ, მომეცა შესაძლებლობა მომესმინა გაეროს გენერალური მდივნისგან შეშფოთება და დაინტერესება ამ ისტორიული უსამართლობის თაობაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, ასევე თურქმენეთის პრეზიდენტთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)