08:12 - 09 May, 2026
|
2016-11-24 11:28:35, 2349 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგური ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების იფნორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე, ქალაქ ფენჩენში მშენებარე ელექტროსადგურზე მოხდა. BBC-ის ცნობით, გამაგრილებელ კოშკში აღმართული დროებითი კონსტრუქციები ჩამოინგრა. სამაშველო სამსახურები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს ადგილზე 68 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის 200-მდე სამხედრო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია უპილოტო აპარატები და ძაღლები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)