|
2016-11-24 09:57:31, 691 ნახვა
საზოგადოება
გერმანელი სამართალდამცველები საქართველოს შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები, საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. დელეგაციის წევრები - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი იურგენ შმიტი, კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, პოლიციის აკადემიის რექტორი ფრიდელ დურბენი და პოლიციის განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მონაცემთა დაცვის სამმართველოს CEPOL-თან ეროვნული კოორდინაციის განყოფილების წარმომადგენელი, დოქტორი რიტა ვირერი შსს-ს აკადემიას ეწვივნენ. გერმანელმა სამართალდამცველებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს. აკადემიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, მხარეები ორმხრივი ვიზიტების და სამართალდამცველთა განათლების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. გერმანიის დელეგაცია ასევე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ეწვია. სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს, „112”-ის მუშაობის სპეციფიკას და ქართველი სამართალდამცველების ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ. (NS)
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)