03:49 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 14:47:47, 726 ნახვა

პოლიტიკა
„ის ადამიანები, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არიან წარმოდგენილი, მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას

„უპირველეს ყოვლისა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი  გუნდის წევრებად და   მნიშნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენამდე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა მიიღო და უმრავლესობით დააკომპლექტა მეცხრე მოწვევის პარლამენტი. კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად  საქართველოს პარლამენტმა ახლა უკვე მხარი უნდა დაუჭიროს  საქართველოს მთავარობის ახალ შემადგენლობას.  ჩემი როგორც მომავალი მთავარობის მეთაურის უმთავრესი ამოცანაა  შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული  გარემო, უსაფრთხოების ხარიხსი და ამავდროულად უზრუნველვყოთ ქვეყნის  სწრაფი განვითარება.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებული იქნა  რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა  და სწორედ ამ რეფორმების ეფექტურად განხორციელების მიზნით პარლამენტს  წარვუდგენ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.

დღეს როდესაც მოვლენები სწარფი ტემპით იცვლება, სწრაფად ვითარდება გარემოებები, ჩვენს წინაშე ყოველდღიურად დგება  ახალი გამოწვევები  და ჩვენ ვალდებულები ვართ  ამ გამოწვევებს  ახალი ენერგიით, სწრაფი და ეფექტიანი ქმედებებით  ვუპასუხოთ.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას,  რომელთან ერთადაც ქვეყნის ბევრი მნიშნელოვანი საქმე   გავაკეთეთ და  რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული  ურთიერთობა მაკავშირებს.

უპირველეს ყოვლისა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი  გუნდის წევრებად და   მნიშნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“,-განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics