|
2016-11-21 22:47:44, 735 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: საშემოდგომო გაწვევა რომ შევაჩეროთ, შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა გაუჩნდება
დღევანდელი შეფასებით, რაც მინისტრმა წარმოადგინა [თინა ხიდაშელმა], ჩვენ თუ ასე მომავალშიც გავაგრძელებთ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდება პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით და მინისტრის გადაწყვეტილება, რომ საშემოდგომო გაწვევა ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა, მხარდაჭერილია როგორც ჩემს მიერ, ისე უშიშროების საბჭოს წევთა უმრავლესობის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში, გადაცემაში „მთავარი“ სტუმრობისას სავალდებულო სამხედრო სამსახურზე საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, 2013 წელს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას, მიზნობრივად მიმართული იყო 2016 წელს სრულად პროფესიულ არმიაზე გადასასვლელად. მისივე თქმით, ეს იყო ის დოკუმენტი, რომლითაც პრეზიდენტმა 4 მინისტრთან. მანვე აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის ბოლო შემაჯამებელი ფაზა იყო, როდესაც თინა ხიდაშელმა შეაჩერა თავდაცვის უწყებაში საშემოდგომო გაწვევა „2013 წელს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას, მიზნობრივად მიმართული იყო 2016 წელს სრულად პროფესიულ არმიაზე გადასასვლელად. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით. ეს იყო დოკუმენტი რომლითაც მე ვიმუშავე 4 მინისტრთან. ამ დოკუმენტის ბოლო შემაჯამებელი ფაზა იყო, როდესაც თინა ხიდაშელმა შეაჩერა თავდაცვის უწყებაში საშემოდგომო გაწვევა. დღევანდელი შეფასებით, რაც მინისტრმა წარმოადგინა, ჩვენ თუ ასე მომავალშიც გავაგრძელებთ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდება პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით და მინისტრის გადაწყვეტილება, რომ საშემოდგომო გაწვევა ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა, მხარდაჭერილია როგორც ჩემს მიერ, ისე უშიშროების საბჭოს წევთა უმრავლესობის მიერ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემაში "მთავარი" საგაზაფხულო გაწვევასა და 2017-2020 წლების სტრატეგიულ ხედვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონცეფცია თავდაცვის მინისტრის მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი. „ჩვენ მოვისმენთ უფრო კონცეპტუალურ მსჯელობას თავდაცვის მინისტრისგან, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც წარმოდგენილი იქნება 2017-2020-ის სტრატეგიული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ არის მარტო გაწვევა, ეს არის რეზერვის კონცეფცია, ეს არის კონცეფცია იმის თაობაზე, რა ფორმით უნდა ვითარდებოდეს ქართული არმია. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული დოკუმენტიდან გამომდინარე, ვიმსჯელებთ მომავალში როგორ განვითარდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ეს ნაწილი. ჩვენი არმია დაკომპლექტებულია, ძირითადად, პროფესიონალი ჯარისკაცებით, რომელთაც სერიოზული სკოლა აქვთ გავლილი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან როლს თანმაშობენ წვევამდელები, რომელთა საკითხსაც დეკემბერში განვიხილავთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)