12:10 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 13:47:59, 696 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით ყველა საელჩოში პროგრამა „საქართველო გელოდებათ" დაინერგება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,ინიციატივა „საქართველო გელოდებათ",   დაინერგება,რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და შესაბამის დახმარებას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე - ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე და საინვესტიციო გარემოზე.

როგორც “ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  აღნიშნული ინიციატივა საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოს დონეზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტებში დიასპორის ჩართულობას და მათ  რეინტეგრაციას.

 უწყების ინფორმაციით, დიასპორის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიურ ჩართულობას დიასპორასთან კომუნიკაციის და მათთვის დახმარების აღმოჩენის საკითხში.

მისივე ინფორმაციით, საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება სპეციალური „ცხელი ხაზი".

 „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც თქვენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში გიწევთ. უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს „ცხელი ხაზი", რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მყისიერად აცნობონ სამინისტროს თავის პრობლემებზე, ასევე, ოპერატიულად მოხერხდეს მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების მოძიება", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics